ევრო ისევ აგრძელებს დაღმავალი ტრენდის განვითარებას, რაც განპირობებულია არამარტო ევროზონაში გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ თავად დოლარის სიძლიერით. მიუხედავათ იმისა, რომ გუშინ შეერთებულ შტატებში გამოვიდა სუსტი მაჩვენებლები საქმიანობის აქტიურობასთან დაკავშირებით მაინც მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ანუ ინდექსი კვლავ იმყოფება 50 ნიშნულის მაღლა რაც მიუთითებს ამ მაჩვენებლის განვითარებაზე. ანუ ქვეყანაში საქმიანობის მაჩვენებელი იზრდება. რაც შეეხება ევროზონას, ბოლო მონაცემის მიხედვით სამომხმარებლო ფასების ინდექსმა კვლავ დაიკლო და შეადგინა -0.2 პროცენტი. ანუ რეგიონში შეინიშნება დეფლაცია. შესაბამისად არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყოს მასიური ფულის ემისია.

ტექნიკური თვალზასრისით წყვილმა გაარღვია 2010 წლის მაისის მინიმუმი 1.1870 ნიშნული. თუ დაფიქსირდება მის დაბლა არ არის გამორიცხული მიაღწიოს 2005 წლის მინიმუმამდე 1.164 ნიშნულამდე.
Traduire en Anglais Montrez l'original